суббота, 24 октября 2009 г.

სიღნაღი XXI საუკუნის
სიყვარულის ქალაქი


(პროექტი I)

პროექტის სახელწოდება: სიღნაღი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ქიზიყის ისტორიას და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, ქიზიყის ისტორიას, მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა უძველეს ქალაქებს.მოსწავლეები ადგენენ დღევანდელ სიყვარულის ქალაქს - სიღნღს რა როლი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებსს ამ მხარეში და ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს დაწერენ ამ მხარის შესახებ.

მოსწავლეები და მასწავლებლები:მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-17/VI-XI
ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტიდან - 2010წლის ივნისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ქიზიყის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება http://www.google.ge/ ; http://www.signagi2007.narod.ru/ , ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა. პოეზიის საღამოს მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას სიღნაღის ისტორიას და შეადარებენ ერმათნეთს ადრე ცნობილ ქალაქს სახელწოდებით თავშესაფარს (სიღნაღი არის თურქული სახელი და ქართულად ნიშნავს თავშესაფარს) დგეს უკვე როგორც სიყვარულის ქალაქი.
ამუშაო ენა: ქართულის საგნთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა გოჩიტაშვილი

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: teogochitashvli@gmail.com

2 комментария: