воскресенье, 18 октября 2009 г.


პროექტი “ხარჯთაღრიცხვა“

(პროექტი II)
1. პროექტის სახელი: ,,ხარჯთაღრიცხვა“

2.პროექტის მოკლე აღწერ: კლასმა გაიმარჯვა ერთ-ერთ სატელევიზიო კონკურსში და მიიღო ჯილდო თითოეულ მოსწავლეზე 1250 ლარი სამოგზაუროდ (სამოგზაუროდ).

2. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია ხარჯთაღრიცხვის პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი სწორად გადაჭრის გზების უნარ-ჩვევების გამომუშავება.სამოგზაუროდ მოსწავლეები ირჩევენ ორ ქვეყანას, მაგრამ დგებიან შემდეგი კითხვის წინაშე: რომელ ქვეყანას აირჩევთ საფრანგეთი თუ იტალია? გაითვალისწინეთ რომ გამგზავრება საგზურით ხდება, საგზურის ფასში შედის მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯები, კვების მომსახურება. გასათვალისწინებელია შემდეგი მონაცემები.

ი ტ ა ლ ი ა

1. ორკვირიანი 1 საგზურის ფასი 950 ლარია.
თქვენი კლასის სამი მოსწავლე ფლობს იტალიურს.
5 ღამე თქვენ უნდა გაატაროთ იტალიელთან ოჯახებში, დანარჩენი კი ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკებში. თქვენი მოგზაურობის პროგრამაში დამატებით შედის არჩევანის გაკეთება (სამისა, შემდეგი ოთხიდან:).
1. ერთ-ერთ რესტორანში სადილი (100 ლარი ერთ მოსწავლეზე).
2. რომის დათვალიერება (70 ლარი ერთი მოსწავლე).
3. ვატიკანის დათვალიერება (100 ლარი).
25 ლარიანი სუვენირები

ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი

სამკვირიანი 1 საგზურის ფასი 1050 ლარია.
თქვენი კლასის ყველა მოსწავლე ამჟამად სწავლობს ფრანგულს.
სასტუმროში ან ახალგაზრდების საცხოვრებელში მოგიწევთ გაჩერება 4 დღე გაჩერდებით გერმანიაში.
თქვენი მოგზაურობის პროგრამაში დამატებით შედის არჩევანის გაკეტება (სამისა, შემდეგი ხუთიდან):
1) ერთ-ერთ რესტორანში სადილი (80 ლარი თითო მოსწავლეზე).
2) ნახევარი დღით მოგზაურობა პარიზსში (20 ლარი ერთ მოსწავლეზე)
3) პარიზის დისნეილენდის დათვალიერება (80 ლარი)
4) 15 ლარიანი სუვენირი.
5) ეიფელის კოშკიდან პარიზის დათვალიერება (30 ლარი ერთ მოსწავლეზე)
კლასი იყო ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი: ისტ-ს საშუალებით მოიძიებს საჭირო ინფორამციას იტალიის შესახებ.
II ჯგუფი: ისტ-ს საშუალებით მოიძიებს ინფორმაციას საფრანგეთის შესახებ
III ჯგუფი: ასრულებს საბუღალტრო გაანგარიშებას იტალიასთან დაკავშირებით და ააგებს მის დიაგრამას ისტ-ს დახმარებით.
IV ჯგუფი: ასრულებს საბუღალტრო გაანგარიშებებს საფრანგეთში მოგზაურობის ხარჯებზე და ააგებს მის დიაგრამას ისტ-ს დახმარებით.

3. მონაწილეთა ასაკი: 12-13წწ.

4. ვადის ხანგრძლივობა: 1 თვე

5. პროექტის შესაძლო აქტივობები: გადაწყვეტილების მიღება, ინტერნეტის საშაულებით მასალის მოძიება უცხო ქვეყნის ულამაზეს აგილებზე სამოგზაუროდ.

6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ასახელებენ მათმიერ მონახულებულ აგილებს და მინიმალური დანახარჯების საუკეთესო ადგილების მონახულება.

7. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ევროპის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.

8. კავშირი საგნებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან:
გეოგრაფიასთან. ისტ-ს გამოყენება.

პ რ ო ბ ლ ე მ ე ბ ი ს გ ა დ ა ჭ რ ა

ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების
გააზრება-გამიჯვნა
პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში (მაგ. როდესაც პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა განსაზღვრული).
კოპლექსური (რთული) პრობლემების საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა),მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით.
პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურსების შერჩევა, მათი
გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი.
უკვე ცნობილი ფაქტებისა და სტრატეგიების შერჩევა და ერთმათეთთან დაკავშირება

9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და ფრანგული.

Комментариев нет:

Отправить комментарий